ორგანიზაცია "ერი და სახელმწიფო"-ს დამფუძნებელი ზვიად ტომარაძე სოციალურ ქსელში წერს:
"ფრთხილად!
ერთი ჩემი მეგობრისთვის პატარაობაში ძაღლს შეუყეფია, უკან გამოწეულა, მშობლებს უთქვამთ გეშინიაო? კი არ მეშინია ვფრთხილობო უპასუხია...
რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთში ფართომასშტაბიანი წვრთნები დაიწყო, სიტუაცია ძალიან წააგავს 2008 წლის აგვისტოს წინა პერიოდს და სამწუხაროდ, სიმშვიდის საფუძველი კვლავ არა გვაქვს, რადგან ამჯერადაც საქართველოს ისეთი ხელისუფლება ჰყავს, კირიონი მეორე "რძენაწყენებს" რომ უწოდებდა...
შესაძლოა, პანკისის მოვლენები სხვაგვარად რომ განვითარებულიყო, სწორედ რუსეთისთვის შემოჭრის მორიგი საბაბი გამხდარიყო. რუსეთს საბაბს და მიზეზს რა გამოულევს და ნებისმიერ შემთხვევაში დიდი სიფრთხილე გვმართებს, მაგრამ რა იმედი უნდა გქონდეს იმ მარიონეტების, რომლებიც დღეს ჩვენს ქვეყნას მართავენ..."