პანკისის ხეობის სოფელ ომალოში ადგილობრივების სახალხო კრება მიმდინარეობს. ისინი დღეს სამომავლო გეგმებზე შეთანხმდებიან, რაც შეკრების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.
"ჩვენ აქ შევიკრიბეთ, რათა დავანხოთ ერთობა. შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდოდა ტერორისტებად შევერაცხეთ, მაგ ეს ხომ ასე არ არის. პანკისი ერთად დგას და თუ ვინმეს დაჭერას აპირებენ, მთელი პანკისი აქ ვართ. მოვიდნენ და გვკითხონ რაც აინტერესებთ, არც ერთ კითხვაზე უკან არ ვიხევთ. რაც დაზიანდა, თავად აანაზღაურონ კომპანიის მფლობელებმა. ვითომ მოსალაპარაკებლად რომ მოდიოდნენ,რამდენიმე ადამიანს ხვდებოდნენ და ერთმანეთში საუბროდნენ. რატომ მოსახლეობას არ გვკითხეს რას ვფიქრობდით. თვითონ აანაზღაურონ ის დამწვარი მანქანებიც და ტექნიკაც. ეს ამდენი ხალხი რა განუვითარებელია თუ ვერ გავიგებდით?" - განაცხადა ადგილობრივმა ზაურ ბაღაკაშვილმა.