შსს სტატისტიკით, 2019 წლის მარტში საქართველოს ყველაზე მეტი მოქალაქის დეპორტაცია ისრაელიდან განხორციელდა. მეორეა თურქეთი, მესამე კი გერმანია. ხუთეულში შედის ავსტრია და გერმანია.
იანვარში ისრაელიდან - 82, თებერვალში კი - 81 საქართველოს მოქალაქე გამოაძევეს. მარტში კი 78 მოქალაქის დეპორტაცია მოხდა.
მეორე ადგილზეა თურქეთი - 67 მოქალაქის დეპორტაციით; მე-3 გერმანია, საიდანაც 45 პირის დეპორტაცია განხორციელდა. მე-4 და მე-5 პოზიციებს კი ავსტრია და საფრანგეთი ინაწილებენ 21 და 14 საქართველოს მოქალაქის დეპორტაციით.
2019 წლის მარტში ქვეყნიდან 281 019 საქართველოს მოქალაქე გავიდა. უწყების ცნობით, წინა თვეში საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონის ქვეყნებიდან ყველაზე ხშირად გერმანიაში მიემგზავრებოდნენ.
გერმანიაში საქართველოს მოქალაქეთა გასვლების რაოდენობა 6 056 იყო. მას მოსდევს საბერძნეთი, სადაც 3 730 გამგზავრება ფიქსირდება; მე-3 ადგილზე კი 3 185 გასვლით პოლონეთია.