ბათუმში მიმდინარეობს ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში. ტურნირში არ მონაწილეობს ქართველი ძალოსანი თათია ლორთქიფანიძე, რომელიც სანაკრებო განაცხადში ვერ მოხვდა.
თათია ძალოსნობის ქალთა ნაკრების მთავარ მწვრთნელ თემურ ჯანჯღავას შევიწროვებაში ადანაშაულებს და კონტინენტის პირველობის მიღმა დარჩენას სწორედ ამ ფაქტორით ხსნის.
თათია ლორთქიფანიძემ, მამასთან, ყოფილ დებუტატ დიმიტრი ლორთქიფანიძესთან და პირად მწვრთნელ გელა მახარაშვილთან ერთად პრესკონფერენცია გამართა და ამ თემაზე ვრცლად ისაუბრა.
'მუდმივად შეურაცხყოფას მაყენებდა... კაცი ხომ არ გინდაო' - თათია ლორთქიფანიძე