საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) მონაცემებით, 2019 წელს ხახვისა და კომბოსტოს იმპორტი ორჯერ გაიზარდა.
მიმდინარე წელს იანვარ-თებერვალში ხახვის შემოსატანად ქვეყნიდან 2,393 მილიონი დოლარი გავიდა. კომბოსტოს იმპორტისთვის კი 221,8 ათასი დოლარი.
2018 წლის ორ თვეში ქვეყანაში 129,3 ათასი დოლარის ღირებულების კომბოსტო შემოიტანეს. ხახვის იმპორტზე კი გასულ წელს ორ თვეში 1,359 მილიონი დოლარი დაიხარჯა.
საქსტატი მარტის მონაცემებს ამუშავებს.
2019 წლის აპრილის მონაცემებით, საკოლმეურნეო ბაზრებში 1 კილოგრამი ხახვის ფასი 1,6 ლარიდან 2 ლარამდეა. კომბოსტოს ფასი კი 1,5 ლარიდან 3 ლარამდე იცვლება.
რაც შეეხება ადგილობრივ წარმოებას, საქსტატის მონაცემებით, 2016 წელს ქვეყანაში ხახვის წარმოებამ 18,5 ათასი ტონა შეადგინა. 2017 წელს 9,1 ათასი ტონა.
კომბოსტოს წარმოებამ 2016 წელს - 19,7 ათასი ტონა, 2017 წელს კი 17,4 ათასი ტონა. 2018 წლის მონაცემები მუშავდება.