9 აპრილს ჩვენი ხასიათის აფეთქებამ დიდი პოზიტივი მოიტანა სახელმწიფოს შემდგომი განვითარების პროცესში, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა "იმედისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
"9 აპრილი ქართული იდენტობის კიდევ ერთი გამომჟღავნებაა ქართულ ისტორიაში. ჩვენ თავისუფლებისთვის მებრძოლი ერი ვართ და თავისუფლებისთვის დიდი მსხვერპლიც გაგვიღია ხშირად. მიუხედავად ძალების არაპროპორციულობისა, ჩვენ მორალური გამარჯვების მოპოვება შევძელით. ეს დღე არის თავისუფლებისათვის ლტოლვის და ქართული სულისკვეთების გამოვლენის დღე. 9 აპრილიდან დაიწყო ახალი ქართული სახელმწიფოს მშენებლობა, - " განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა და იქვე დასძინა, რომ საბჭოთა კავშირის ჩაკეტილ სისტემაში თავისუფლებისკენ სწრაფვა ყველაზე მეტად ქართველებში შეიმჩნეოდა.
"9 აპრილმა ჩაუყარა საფუძელი, ჩვენ პირველებმა მოვახერხეთ და გავილაშქრეთ იმ წყობის წინააღმდეგ. გარკვეულწლილად 9 აპრილმა დააჩქარა დაშლის პროცესი საბჭოთა კავშირის და ამას აფასებდნენ ჩვენი მეგობრები, განსაკუთრებით ამას ბალტიისპირა ქვეყნებში ვგრძნობდი. 9 აპრილს ჩვენი ხასიათის აფეთქებამ დიდი პოზიტივი მოიტანა სახელმწიფოს შემდგომი განვითარებისათვის, ხანმოკლე პერიოდში 2 წელიწადი გვქონდა არსებითად წინსვლა და მაღალ მწვერვალზე ავიყვანეთ, მაგრამ ემოციურობამ ცუდი შედეგებიც მოგვიტანა"- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა