საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე არასწორი ინფორმაციის გავრცელებისთვის ფულადი ჯარიმები წესდება.
როგორც 1tv.ge წერს, შესაბამისი ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის, რომლის ინიცირება 8 აპრილია ბიუროს სხდომაზე მოხდება.
ცვლილებების ავტორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები არიან. კანონპროექტით განისაზღვრება, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დარღვევის ამსახველი ელექტრონული რუკის ან მისი ბეჭდური გამოცემის, ასევე ასეთი გამოსახულების შემცველი სხვა საგნის დამზადება, გამოყენება, საქართველოში შემოტანა, გადაზიდვა ან საქართველოდან გატანა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას – 100 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის შემთხვევაში კი 150 ლარიან ჯარიმას, ან სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას. კანონპროექტში ნათქვამია, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე რეაგირება შინაგან საქმეთა ორგანოებს დაევალებათ.