ანზორ ბიწაძის პოლიტიკაში სავარაუდო მოსვლას ეხმაურება სტალინელი გრიშა ონიანი:
"როდესაც რიბალკოვი სტალინური პრემიის ლაურიატის კანდიდატად წარადგინეს, კომისიის წევრები სტალინს უმტკიცებდნენ, რომ ის წინათ ტროცკისტი იყო და მასზე პრემიის გაცემა არ შეიძლება. სტალინმა უპასუხა: - მერე რა, რომ ტროცკისტი იყო, ჩვენ მას სტალინური პრემია უნდა მივანიჭოთ ნაწარმოებისათვის, რომელიც მან შექმნა. რიბალკოვს პირველი ხარისხის სტალინური პრემია მიენიჭა.
უჭკვიანესი პოეტი ქალი ვერა ინგერი, რომელიც ტროცკის დის შვილი იყო, სტალინური პრემიის მისაღებად უზარმაზარ წინააღმდეგობას წააწყდა კომისიის წევრების მხრიდან, რომ მას ეს საპატიო ჯილდო არ მინიჭებოდა, მაგრამ სტალინის მხარდაჭერით ვერა ინგერი პირველი ხარისხის სტალინური პრემიის ლაურიატი გახდა.
ნუთუ ნინო ბურჯანაძის შვილობამ უნდა შეუშალოს ხელი ქართული პოლიტიკის ამომავალ ვარსკვლავს ანზორ ბიწაძეს, ქართველმა ხალხმა თავისი ადგილი მიუჩიუნოს ხელისუფლებაში და პიროვნებას ვისაც ეს ხელეწიფება? ან, კი ნინო ბურჯანაძე, რომელიც, როგორც დასავლეთის, ისე აღმოსავლეთ სამყაროს დიდებულ ქალბატონთა ასეულში შედის ანტიკური ხანიდან დღემდე, სრულ პოლიტიკურ სიმწიფეში ჩამოშორებულია სახელმწიფოს მართვის სადავეებს.
პალიტრა ნიუსის ეკრანზე 29 მარტის გადაცემაში ანზორ ბიწაძის გამოჩენა, სრულიად ახალი ნიშანია საქართველოს პოლიტიკური გაზაფხულისა.
საქართველო გაბრწყინდება."