გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დაცვის კახეთის რეგიონული სამსახურის უფროსს, ბესო შუბითიძეს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.
საუბარია საფანტიან თოფზე, რომელიც შუბითიძეს ბრაკონიერმა ესროლა.
გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი სოფელ კარდენახის ტყის მონაკვეთში იმ დროს მოხდა, როცა ის სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა.
მას სხეულზე ნაკაწრები აღენიშნება და ამ დროისათვის სახლში იმყოფება.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ პოლიციამ უკვე დაადგინა დანაშაულის ჩამდენი პირი. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის II ნაწილით.