იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მოსამართლეების შერჩევის საკითხზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არა მოსამართლე წევრების ანა დოლიძისა და ნაზი ჯანეზაშვილის საკანონმდებლო წინადადებას განიხილავენ.
სხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ნაზი ჯანეზაშვილს მიმართა, რომ მოხსენებით გამოსვლისას საკითხი პოლიტიკურ კონტექსტში არ გადაეყვანა.
ანრი ოხანაშვილის მიმართვას, ელენე ხოშტარიამ რეპლიკით უპასუხა, რის შემდეგაც სხდომა ხმაურის ფონზე წარიმართა.
ანრი ოხანაშვილი
ქალბატონო ელენე, თქვენ ამ ბოლო დროს რაღაც თავს ვერ იკავებთ და რატომ?
ელენე ხოშტარია
რა ცენზურას უყენებთ? უნდა პოლიტიკურ გააკეთებს და უნდა შინაარსობრივს.
ანრი ოხანაშვილი
დამშვიდდი, თქვენთვის რეგლამენტი არაფრის მომცემია, საქართველოს კონსტიტუციაც არაფრის მომცემია
ელენე ხოშტარია
ჩინჩალაძის ხსენებაზე რომ აწყვეტინებთ, მეტყველებს თქვენს დამოკიდებულებაზე… რასაც უნდა იმაზე ილაპარაკებს.
ანრი ოხანაშვილი
თუ ასეთი პრინციპული ადამიანი ხართ, თავის დროზე დაგეტოვებინათ თანამდებობა და წასულიყავით, "ნაციონალური მოძრაობის" სამსახურში რომ იყავით - მიმართა ოხანაშვილმა ხოშტარიას.