ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს:
"როგორც ვატყობ, სუსი დიდი მონდომებით შეეცდება პროვოკაციის მოწყობა შეტენოს დათოს და ქალბატონ ლუდას. ეგ რამდენიმე საათიანი "ტრიუკი" არც გაბედოთ. მაინც გაირკვევა რა ხდება სინამდვილეში ახლა ხურვალეთში.
...და გორის მერი, რომელიც ამბობს, მანდ საზღვარი არაა და რუსებს გონიათ საკუთარ ტერიტორიაზე არიანო, დააბით ხურვალეთის ტყეში. რუსებთან ახლოს!!!"
ცნობისთვის, ანტისაოკუპაციო მოძრაობის წარმომადგენლის, დავით ქაცარავას ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსი სამხედროები შევიდნენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე არ დასტურდება, რომ ოკუპანტები საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არიან.