საბერძნეთის ციხეში მომხდარი დაპირისპირების შედეგად, ერთი ადამიანი გარდაიცვალა, რვა კი დაშავებულია.
ჩხუბი ათენის ციხე "კორიდალოსის" ფსიქიატრიულ განყოფილებაში მოხდა. დაღუპულს ბასრი საგნით მრავლობითი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. მომხდარის შესახებ ინფორმაციას ბერძნული გამოცემა "ნეფტემპორიკი" ავრცელებს.
მედიის ცნობით, ჩხუბში, ქართველები იღებდნენ მონაწილეობას, ჩხუბი ალბანელებს, ქართველებს, სომხებსა და ბერძნებს შორის დაიწყო. როგორც ცნობილია, დაღუპული ბერძენია. დაშავებულებს შორის ერთ-ერთი კომატოზურ მდგომარეობაშია.
"კვირა" მომხდართან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, რომლის ოფიციალურ კომენტარსაც მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.