Apple-მა 2019 წლის გაზაფხულის პრეზენტაცია დააანონსა. ტრილიონიანი კომპანია ახალი მოდელების წარდგენას 25 მარტს, 10 საათზე, აშშ-ში მდებარე ქალაქ კუპერტიონოში გამართავს.
Apple-ის სათაო შენობის ბაღში მდებარე სტივ ჯობსის სახელობის თეატრში ღონისძიებას ათასობით ჟურნალისტი და დეველოპერი დაესწრებიან. Apple-ის პრეზენტაციის დაანონსებისთანავე, ამერიკული მედიისთვის მნიშვნელოვანი თემა გახდა თუ რა ტექნოლოგიებს წარადგენს Apple.
ტექნოლოგიის ექსპერტები სტივ ჯობსის სახელობის თეატრში გასამართ ღონისძიებაზე, Apple-ის ნოვაციურ ტელევიზიას, ახალი ბიუჯეტურ iPad-ს და განახალებული უსადენო AirPods-ების წარდეგნას ელოდებიან..
ექსპერტები ღონისძიებაზე ასევე, არ გამორიცხავენ მუსიკალური პლეიერის iPod-ის განახლებულ მოდელის დაანონსებასაც. მათი თქმით, ახალი სიტყვა შეიძლება გახდეს ტექნოლოგიების სფეროში.
Apple-ის პრეზენტაცია ძირითადად წელიწადში ორჯერ იმართება. კორპორაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ტიმ კუკმა რამდენიმე დღის წინ აქციონერებს შემცირებული რეალიზაციების გამო ბოდიში მოუხადა და პირობა დადო Appleგამაოგნებელ ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებს წარადგენდა.
Apple-ის პრეზენტაცია Live რეჟიმში გადაიცემა მსოფლიოს 100-მდე ქვეყანაში, Live რეჟიმში მოხდება პრეზენტაციის ტრანსილირება აიპლიუსის Facebook-გვერდებზე.
Apple-ის ოფიციალურ პარტნიორ იPლუს-ში ნოვაციური ტექნოლოგიების წარდგენისთანავე, გაყიდვების დაწყებას, მსოფლიო ქვეყნებთან ერთად საქართველოშიც გეგმავენ.