"ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგი უგულავა, თეა წულუკიანის შესაძლო გადაგომას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
მისი თქმით, ბესელიასაც წულუკიანის მსგავსად ექცევიან.
"მხოლოდ ოცნებაში შეიძლება თქვას 7 წლის სტაჟის მქონე მინისტრმა, რომ აქვს რაღაც პირობები თავის სამინისტროს შიგნით. მერე და ვის უყებებს პირობებს? გაქვს და მოაგვარე-მინისტრი ხარ თუ თოჯინა? სინამდვილეში ბესელიას მსგავსად აგდებენ და ესეც ალიბს იქნმის. იმან "სასამარართლოო", ამან "ფასეულობებიო". მოკლედ ცხადია ოცნების გახრწნილი სხეული ნაწილ-ნაწილ იშლება"- ამბობს უგულავა.
თეა წულუკიანმა დღეს იუსტიციის მინისტრის თანამდებობის დატოვება არ გამორიცხა. მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ გაჩნდა თემა, რომელიც იუსტიციის სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში უნდა გადაწყდეს.