თვითმხილველების ინფორმაციით, გლდანში, "საქართველოს ბანკის" დაყაჩაღების და გასროლის შემდეგ, თავდამსხმელები მიიმალნენ. მათივე ცნობით, ბანკს თავს 3 პირი დაესხა.
ამასთან, საუბარია ვერცხლისფერ "სუბარუზე", რომლითაც, არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ტერიტორია დატოვეს.
ამ დროისთვის გლდანში, მე-6 მიკრორაიონში პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ადგილზე იმყოფება სასწრაფო დახმარების ორი ჯგუფი.
გადაკეტილია მიმდებარე ქუჩები. ბანკის ტერიტორიაზე 10-მდე ტყვიის მასრა ყრია.
შემოსაზღვრულია როგორც დაცვის პოლიციის მანქანა, რომლის მიმართულებითაც თავდამსხმელებმა ცეცხლი გახსნეს, ისე ადგილობრივების რამდენიმე მანქანა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.