82 წლის ამერიკელს ჩანთა დაუბრუნეს, რომელიც მან 65 წლის წინ, სკოლაში სწავლისას დაკარგა. ამის შესახებ Inside Edition-ი წერს.
იანვარში მშენებლებმა ინდიანას შტატის ქალაქ ჯეფერსონვილში სკოლის ძველი შენობის დანგრევისას მუშებმა პატარა ჩანთა იპოვეს, რომელშიც პირადობის მოწმობა იდო.
მუშებმა ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერეს, რომელიც 82 წლის მართა ინა ინგემის ერთ-ერთმა ახლობელმაც წაიკითხა, რის შემდეგაც ის მოხუცს დაუკავშირდა.
ამჟამად ქალი ფლორიდაში, ჯეფერსონვილიდან 1000 კილომეტრის მოშორებით ცხოვრობს. თებერვლის ბოლოს მას თავისი ჩანთა გადასცეს.
ჩანთაში პირადობის მოწმობასთან ერთად პომადა და სხვა ნივთებიც აღმოჩნდა. ყველაზე საინტერესო კი წვეულებაზე მოსაწვევი აღმოჩნდა, რომელიც მართას მისმა თაყვანისმცემელმა გადასცა.