Euro NCAP -ის ექსპერტებმა 2019 წელს ყველაზე უსაფრთხო ავტომობილების სია შეადგინეს. ტესტ-დრაივის შედეგები პორტალ CarBuyer.- ზეა გამოქვეყნებული.
კატეგორიაში "საშუალო ზომის საოჯახო მანქანა"Mercedes-Benz A-Class დასახელდა. რომელიც მგზავრების უსაფრთხოებას 96%-ით უზრუნველყოფს.
მეორე ადგილზეა Ford Focus ხოლო მესამეზე Nissan Leaf.
პირველ კატეგორიაში "დიდი საოჯახო მანქანა" ყველაზე უსაფრთხოდ Audi A6 დასახელდა. მეორეა Mazda 6 , ხოლო მესამე Volvo V60.
კროსოვერებს შორის ყველაზე საიმედოდ ექსპერტებმა BMW X5 დაასახელეს, რომელიც უსაფრთხოებას 89% ით უზრუნველყოფს. მეორე ადგილზეა Volkswagen Touareg , ხოლო მესამეზე Jaguar I-Pace.