სავარაუდოდ, თვითმკვლელობის მოტივი შეყვარებულთან დაშორება გახდა. ბიჭი შეყვარებულთან იყო მისული, შელაპარაკების ნიადაგზე კი ის ერთ-ერთი მშენებარე კორპუსიდან გადმოხტა. "სთორიზე" ატვირთულ ფოტოზე სწორედ რომ აღნიშნული კორპუსიდან გადაღებული ხედია აღბეჭდილი.
"მარტო ეს გვითხარი და გადახტი ხო, მარტო ეს არ გვყოფნის მამიდას ბიჭოო. მარტო "მიყვარხართ" არ არის საკმარისი ჩემო ერთადერთო, მამიდას გულოო… ამით როგორ დაგვემშვიდობე შვილო",- წერს გარდაცვლილის მამიდა სოციალურ ქსელში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
