6 თებერვალს პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ქართველი კაცის მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ირკვევა, რომ მძიმედ დაჭრილი კაცი საავადმყოფოსთან სავარაუდო დამნაშავეებმა მანქანით მიიყვანეს და ქუჩაში დააგდეს. მკვლელობაში ეჭვმიტანილებიც ქართველები არიან. ამის შესახებ პოლონური მედია წერს.
მოკლული გიზო ბოჭორიშვილის ოჯახი ზუგდიდში ცხოვრობს. ისინი ამბობენ, რომ კაცი უკრაინიდან პოლონეთში, რამდენიმე დღის წინ, მეგობართან ჩავიდა.