ეკა ბესელია თანაგუნდელის, სოფო კილაძის დღევანდელ განცხადებას "არაგუნდურობის კლასიკურ მაგალითს" უწოდებს. ბესელიას თქმით, კილაძე ღიად იცავს მოსამართლეთა ჯგუფს:
"დღეს პარალამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის კომენტარი მოვისმინე, რომელიც ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს - აი, არაგუნდურობის კლასიკური მაგალითი! როგორ ღიად იცავს მოსამართლეთა ამ ჯგუფს და როგორ გადმოაქვს კრიტიკა ჩემ მიმართ, თუ როგორ ვთქვი ასეთი რამ. ეს კომენტარი არის კლასიკა, თუ როგორ არ უნდა საუბრობდეს უმრავლესობის წევრი და ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე. სამწუხაროა, რომ ამის თქმა მიწევს", - განუცხადა ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ.
რაც შეეხება გამოძიებას, ბესელიას თქმით, შს მინისტრსა და მთავარ პროკურორს უნდა ჰქონდეთ ძალიან დიდი სურვილი და გააკეთონ ყველაფერი, იმისთვის რომ გამოძიებამ გასცეს პასუხი კითხვას, ვინ იყო პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელების ორგანზატორი - ვიდრე არ გაეცემა პასუხი შეკითხვას, თუ ვინ იყო დანაშაულის ორგანიზატორი, საკითხი "დამოკლეს მახვილივით" იქნება დაკიდებული - განუცხადა ბესელიამ ჟურნალისტებს