ევროპარლამენტმა ვენესუელის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ხუან გუაიდო ქვეყნის დროებით პრეზიდენტად აღიარა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ევროპარლამენტის 439-მა წევრმა დაუჭირა მხარი, 104-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, 88-მ კი, თავი შეიკავა.
ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, ანტონიო ტაიანიმ ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს კომისარს, ფედერიკა მოგერინის მოუწოდა, ხუან გუაიდო ვენესუელის ერთადერთ ლეგიტიმურ პრეზიდენტად აღიარონ.