ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და "კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (ჩღღჩ) საქართველო"-ს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 90 პროცენტი ამბობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში გაკეთებული არჩევანით კმაყოფილია.
მეორე ტურში არჩევნების დღეს გაკეთებული არჩევანით კმაყოფილია გამოკითხულთა 87 პროცენტი, ხოლო უკმაყოფილოა 11 პროცენტი.
კითხვაზე, პირველ ტურში უფრო ვიღაცის წინააღმდეგ მისცა ხმა ვიღაცის სასარგებლოდ, დადებითი პასუხი გასცა 29 პროცენტმა, უარყოფითი კი 66-მა პროცენტმა.
მეორე ტურში გამოკითხულთა 33 პროცენტმა უფრო ვიღაცის წინააღმდეგ მისცა ხმა ვიღაცის სასარგებლოდ, 62-მა პროცენტმა კი კითხვას უარყოფითად უპასუხა.
"ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა" (ენდიაი) და "კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (ჩღღჩ) საქართველო"-მ 2018 წლის დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკური ნაწილი მედიას დღეს წარუდგინეს.
კვლევის საველე სამუშაოები 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 205 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.