ჟურნალისტ ლევან ჩხაიძეს, რომელიც საქართველოში 25 იანვარს ჩამოასვენეს, დღეს დაკრძალავენ.
ლევან ჩხაიძეს 27 იანვარს, 15:00 საათზე, ქაშუეთის ეკლესიიდან გამოასვენებენ და საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.
ტელეწამყვანი ლევან ჩხაიძე 21 იანვარს გარდაიცვალა. ის 33 წლის იყო. გარდაცვალების მიზეზად, თრომბი სახელდება. ის ბუდაპეშტში მეგობრებთან ერთად იყო.
ლევან ჩხაიძემ ჟურნალისტური საქმიანობა "რადიო ჯაკოში" დაიწყო. მოგვიანებით ის მუშაობდა ჟურნალისტად და წამყვანად ტელევიზიებში: "იმედი", "მაესტრო", "მე-9 არხი", "იბერია". ბოლოს კი ტელეკომპანია "პირველში" საინფორმაციო-პოლიტიკური გადაცემა მიჰყავდა.