13 წლის ჯეიმი კლოსი, რომელიც ვისკონსინში მას შემდეგ დაიკარგა, რაც მისი მშობლები მოკლეს, ცოცხალი იპოვეს. ამის შესახებ BBC წერს.
ის სხვა ქალაქში იპოვეს. მის გატაცებში ეჭვმიტანილი პირი უკვე დაკავებულია, თუმცა დეტალები არ ხმაურდება.
გავრცელებული ცნობით, მან იმ სახლიდან გაქცევა შეძლო, სადაც გამტაცებელს ჰყავდა ჩაკეტილი, რის შემდეგაც გოგომ დახმარებისთვის ადგილობრივებს მიმართა.
ჯეიმი კლოსი გასული წლის 15 ოქტომბერს გაუჩინარდა, მისი მშობლები კი სახლში მოკლული იპოვეს.