მსოფლიოში ცნობილმა კულინარიულ ვებგვერდმა TasteAtlas.com მსოფლიოს 100 საუკეთესო კერძი დაასახელა. პირველ ადგილზე ხაჭაპურია. TasteAtlas.com-ის მიხედვით, ხაჭაპურის ორი ყველაზე პოპულარული ნაირსახეობა იმერული და აჭარული ხაჭაპურია.
სტატიაში წერია, რომ ხაჭაპური, საქართველოში ყველაზე ცნობილი კერძია და მისი რამდენიმე სახეობა არსებობს, ყველაზე ტრადიციული ქართული ხაჭაპური იმერული ყველისგან ან სულგუნისგან მზადდება.
აღსანიშნავია, რომ ხაჭაპურმა ვებგვერდის მომხმარებელთა შეფასებით, 5-დან 5 ქულა მიიღო და შესაბამისად, რეიტინგის ლიდერი გახდა. მეორე პოზიციაზე ბოსნიური კერძი ჩევაპია.