გრიპის ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი შემცირდა. უახლესი მონაცემებით, 100 ათას მოსახლეზე ვირუსი 256 ადამიანს აქვს, გასულ კვირაში აღნიშნული მონაცემი 277-ს შეადგენდა, – ამის შესახებ პირველ არხს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განუცხადა.
ვირუსის სიმპტომების გამო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურის გამოძახებებმა იმატა, ამიტომ ჯანდაცვის სამინისტრომ გადაწყვიტა, ამბულატორიული დაწესებულებების ნაწილი მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადაეყვანა. შესაბამისად, ხუთი ობიექტი – "მედკაპიტალი-გლდანი", "მედკაპიტალი-საბურთალო", "საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრი", "მედსი" და "მედკაპიტალი-სამგორი" დღეს 10:00 საათიდან 22:00 საათამდე, ხვალიდან კი, 24-საათიან რეჟიმში იმუშავებენ.