7 იანვარს პირველადი ჯანდაცვის 5 დაწესებულება დილის 10:00 საათიდან საღამოს 22:00 საათამდე იმუშავებს, ხოლო 8 იანვრიდან პაციანტებს შესაძლებლობა ექნებათ დღე-ღამის ნებისმიერ დროს გრიპის სიმპტომების გაჩენისთანავე კონსულტაცია ოჯახის ექიმთან გაიაროს.
იმ დაწესებულებების ჩამონათვალი, რომელიც ხვალიდან 24- საათიან სამუშაო გრაფიკზე გადავა, შემდეგია:
შპს "მედკაპიტალი-გლდანი" მის: ვეკუასქ. N 18.
შპს "მედკაპიტალი-საბურთალო" მის: გამრეკელისქ. N19.
შპს "საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრი" მის: წინამძღვრიშვილისქ. N 57.
შპს "მედსი: ("ვერე-21") მის: ქიაჩელისქ. N 18.
შპს "მედკაპიტალი-სამგორი" მის: მოსკოვისგამზ. კვ. 4, კორპ.
ჯანდაცვის სამინისტრო ბენეფიციარებს მოუწოდებს, გრიპისა და რესპირატორული ინფექციის სიმპტომების გამოვლენისთანავე მიმართოს ოჯახის ექიმს და მკურნალობა შესაბამისი სამედიცინო ჩვენების საფუძველზე დაიწყოს.