ქართველმა ფეხბურთელმა გურამ კაშიამ დაკარგა საფულე, რომელშიც გარკვეული თანხა, ბარათები და ჰოლანდიის მართვის მოწმობა ედო. ამის შესახებ მან გადაცემაში "სპორტი იმედზე" განაცხადა.
"არც თანხა და არც ის ბარათები, რაც იქ დევს იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, როგორც მართვის მოწმობა, იმისათვის, რომ ვარჯიშზე ვიარო. ასე რომ, ახლა მპოვნელზეა პასუხისმგებლობა, ვივლი თუ არა ვარჯიშზე", - განაცხადა კაშიამ.
გადაცემის წამყვანის, დიმა ობოლაძის თქმით, ვინც ამ საფულეს დააბრუნებს, გურამ კაშიას წარწერიანი მაისური გადაეცემა ვინაიდან ჰოლანდიაში ის ახალი მართვის მოწმობას ვეღარ შეძლებს.