ოთხშაბათს, 12 დეკემბერს, 11:00 საათზე, "საქართველოს ბიზნეს ასოციაციის" ორგანიზებით, ასოციაციის ოფისში გაიმართება ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენელთა შეხვედრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ, გიორგი ქობულიასთან.
გიორგი ქობულია ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს პირველად ხვდება. შეხვედრაზე მხარეები იმსჯელებენ ბიზნესის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და ბიზნესგარემოს გაუმჯობესების შესაძლებლობებზე, ქვეყანაში.
შეხვედრა წარიმართება დიალოგის ფორმატში.
შეხვედრის თარიღი: 12 დეკემბერი (ოთხშაბათი)
შეხვედრის ადგილი: საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ოფისი (მის.: თბილისი, გ.ლეონიძის #2; ბიზნესცენტრი - "ტაბიძე 1")
შეხვედრის დაწყების დრო: 11:00 საათი