ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა ისნის რაიონში, ჯავახეთის ქუჩაზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის მაგისტრალური ქსელი განაახლა და ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დაამონტაჟა.
ახალ ქსელზე გადაერთების სამუშაოებს კომპანია ხვალ განახორციელებს. მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოების ძირითადი ნაწილი ღამით შესრულდება.
სამუშაოების მიმდინარეობისას მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც ხვალ, 7 დეკემბერს, 22:00 საათიდან, 8 დეკემბრის დილის 09:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:
ისნის რაიონში
ჯავახეთის ქუჩას და შესახვევებს, წულუკიძის და მიმდებარე ქუჩებს, აეროდრომის დასახლების და კახეთის გზატკეცილის ნაწილს.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge