სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი2"-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად ფოკაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული პირი, სასამართლო პროცესის შემდეგ, პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, ერთ-ერთ მანქანასთან შეჩერდა და იქ მყოფ პირს ელაპარაკებოდა, შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შს სამინისტროში განუცხადეს, დაკავებული გ.მ.-ს ახალციხის სასამართლოდან საპატიმროში გადაყვანის დროს ავტომობილი სამსახურეობრივ-ტექნიკური მიზეზით შეჩერდა. მათივე ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებელს ხელთ ჰქონდა სამსახურეობრივი დოკუმენტაცია, რომელიც გადასცა დაკავებულის თანმხლებ პოლიციის თანამშრომლებს, რის შემდეგაც ავტომობილმა სვლა შეუფერხებლად განაგრძო.
"რაც შეეხება ერთ-ერთი ტელეკომპანიით გავრცელებულ ვიდეომასალას, მასშიც ნათლად ჩანს, რომ პირი, რომელიც სამინისტროს თანამშრომელია, სასამართლო განხილვამდე მიყვება დაკავებულს, ესწრება პროცესს და შემდეგ ტექნიკური მიზეზით კომუნიკაცია აქვს უკვე ქალაქის ქუჩაში მისივე თანამშრომლებთან", - აცხადებენ შს სამინისტროში.