ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ეკა კვესიტაძესთან და ნიკა გვარამიასთან სკაიპით ჩართვისას განაცხადა. საუბარი დებატებით დაიწყო
სააკაშვილი: არ ინერვიულოთ ნიკა, შეგეძლოთ დილის სამ საათზე ჩაგერთეთ და უფრო მეტი ხალხი გვნახავდა.
გვარამია: ბევრი ხალხი გნახავთ, თქვენ მაგას ნუ დარდობთ.
სააკაშვილი: მე მიმაჩნია, რომ ხალხს ძინავს, მე მიმაჩნია, რომ ხალხს მეტად წყნარი ცხოვრება უნდა.
გვარამია: სამწუხაროდ არ არის წყნარი ცხოვრება ჩვენთან, არავის არ სძინავს
სააკაშვილი: არ მესმის ნამდვილად, პირდაპირ მინდა გითხრათ, თქვენი ეს პიროვნული, მე მიქნეს… რა გიქნეს?! რა მნიშვნელობა აქვს თქვენ რა გითხრეს და თქვენ რა გაწყენინეს, ამას რა მნიშვნელობა აქვს? მე ძაან მიკვირს რა. მე თქვენს ადგილზე დავწყნარდებოდი. მე მიქნეს, მე ასე ვიზამ რას ვბაქიბუქობთ და რას ვლაპარაკობთ, ქვეყანა დავკარგეთ! ქვეყანა იკარგება.
გვარამია: ბატონო მიშა, ძაან მარტივად გიპასუხებთ, მე რა მიქნეს რა მნიშვნელობა აქვს, მე ამ ქვეყანაში ვცხოვრობ თქვენგან განსხვავებით და ჩემი ოჯახის წევრებს შეეხნენ.
სააკაშვილი: რას ნიშნავს, ჩემგან განსხვავებით? ჩემი ოჯახიც მანდ ცხოვრობს, ჩემი მცირეწოვანი შვილი, მანდ ცხოვრობს დედაჩემი, მანდ ცხოვრობს სანდრა, ტყუილად გგონიათ რომ მანდ არ ვაპირებ მე ცხოვრებას და ჩამოსვლას. უკაცრავად, ტყუილად გგონიათ, რომ მანდ არ ვაპირებ ჩამოსვლას!
სააკაშვილის თქმით, თუ ივანიშვილი დარჩება ხელისუფლებაში, 2020 წელს ჩვენ ვიქნებით ნახევარი მილიონით ნაკლები, რადგან ადამიანები დატოვებენ საქართველოს.
"რა დავმარცხდით ხალხნო? 900 000 ხმა ავიღეთ. მათ ეს ყალბი ხმები დაიწერეს, 500 000 ადამიანის რაოდენობა დაამატეს" – განაცხადა მან.
"ხვალ იწყება ძალიან დიდი მობილიზაცია და როგორც ჩვენ არ მივეცით საშუალება 2003 წელს ედუარდ შევარდნაძეს გაეხსნა პარლამენტი და ლეგიტიმაცია მოეხდინა გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების, ზუსტად ეგრევე, 16-ში აპირებენ ესენი პრეზიდენტის ინაუგურაციას, ჩვენ ქართველმა ხალხმა, მშვიდად, ზომიერების და კანონის ფარგლებში უნდა ვთქვათ, არ მოგცემთ თქვენ საშუალებას ჯიბეში ჩაიდოთ მოპარული საპრეზიდენტო არჩევნები.
რაც უფრო მეტად მოყვება ეს ხალხი, დიდი უსამართლობა მოხდაო… ამიტომ მნიშვნელოვანია ხვალ რუსთაველზე შეიკრიბოს ხალხი და დაიშალოს, ჩვენ უნდა შევიკრიბოთ, დავიშალოთ, შევიკრიბოთ, დავიშალოთ…