რომში გია ყანჩელის ნაწარმოებები იტალიელმა მუსიკოსებმა შეასრულეს. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. წმინდა საყდართან საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გამართულ კონცერტზე მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს კულტურის საბჭოს პრეზიდენტმა კარდინალი ჯანფრანკო რავაზიმ. კომპოზიტორმა ნიკოლა სანიმ კი გია ყანჩელის მუსიკის შესახებ ისაუბრა.
კონცერტზე პირველად შესრულდა ფორტეპიანოსა და ფლეიტისთვის შექმნილი ნაწარმოები 'Ninna Nanna per Anna.
ღონისძიებას აკრედიტირებული დიპლომატიის კორპუსის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.