მარნეულის რაიონის სოფელ ზემო სარალს, ,,ენერგო-პრო ჯორჯია"-ს ქსელიდან ელექტროენერგია სტაბილურად მიეწოდებოდა მთელი დღის განმავლობაში და ამჟამადაც მიეწოდება.
კომპანია კატეგორიულად აცხადებს, რომ მის ქსელში არც ავარია მომხდარა და არც გეგმიურ შეზღუდვას ქონია ადგილი. ასევე შეუძლებელია კომპანიის ელექტროქსელიდან, მხოლოდ ერთ საარჩევნო უბანს შეუწყდეს ენერგომომარაგება.
ზემო სარალის საარჩევნო უბნის შენობის შიდა ელექტროქსელში თუ მოხდა რაიმე სახის ავარია და ამიტომ ქონდა შენობას შეწყვეტილი ენერგომომარაგება, ამის შესახებ ,,ენერგო-პრო ჯორჯია"-ს არ აქვს ინფორმაცია. თუ მხოლოდ საარჩევნო უბნის გათიშვას ჰქონდა ადგილი, ეს ნიშნავს, რომ იყო თავად შენობის შიდაქსელის პრობლემა.
რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მარნეულის რაიონის სოფელ ზემო სარალის ერთ-ერთ საარჩევნო უბანს არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია.