საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, მედიცინის მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2014 წლიდან დაიწყო. 2014-2018 წლებში, სამინისტროს მიერ დაფინანსდა რამდენიმე მიმართულების პროექტი. კონკრეტულად, მუზეუმის ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად 625 607 ლარი გამოიყო - განხორციელდა შენობის სრული რეაბილიტაცია, მოხდა ეზოს აღდგენაც. მუზეუმის რეაბილიტაციის საქმეში დიდი წვლილი შეიტანა ქალაქის მერიამაც.