ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა, ნაძალადევის რაიონში, ხეხილ-სანერგეს დასახლებაში 7.6 კმ სიგრძის წყალსადენის ახალი ქსელი მოაწყო. კომპანიამ პროექტში 0.5 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.
ახალ ქსელზე გადაერთების ბოლო ეტაპს კომპანია ხვალ, 20 ნოემბერს განახორციელებს. მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით სამუშაოები ღამით ჩატარდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ხვალ 20 ნოემბერს, 23:00 საათიდან 21 ნოემბრის, დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ნაძალადევის რაიონში:
ივერთუბნის და ხეხილ-სანერგე მეურნეობის დასახლებებს და მიმდებარე ქუჩებს.
ლოტკინის, გორდის, ზედაუბნის და მიმდებარე ქუჩებს კი წყალმომარაგება 21 ნოემბრის დილი 04:00 საათიდან აღუდგება.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge