"
ძალიან ცუდი სანახავი იყო, როდესაც გვეუბნებით, ბიბლიაზე დაიფიცეთო. ბიბლიას რომ ახსენებთ ასეთი ირონიით და ქილიკით, უკვე ძალიან მძიმე სანახავი ხართ. ეს ერთი.
მეორე, გამარჯვება-დამარცხების დათვლა რომ იცით ისე, როგორც თქვენ გინდათ ხოლმე და განზრახ ამას რომ ცვლით, ამის საუკეთესო და ყველაზე ტრაგიკული მაგალითი 2008 წლის აგვისტოს მოვლენებია, 12 აგვისტოს რა აზეიმეთ აქ ხალხს. ტრანსფორმირებას როგორ უკეთებთ, რა არის გამარჯვება და რა დამარცხება, ბევრჯერ გვინახავს. გადანაცვლებები, რაც თავის დროზე ძალიან ხელოვნურად და მექანიკურად გააკეთეთ სულ სხვა პოლიტიკური მიზნებისთვის და არა ის, რომ ფასეულობები გაქვთ თქვენ, ახლა ერთად ბუნებრივად რომ დაბრუნდით, ეს არის ჩემთვის კიდევ ერთი მარტივი ჭეშმარიტება, რომ ადგილის გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. ციფრები სწორად დაითვალეთ ხოლმე და ცოტა ხანი მოითმინეთ, ნუ ამსუბუქდებით ასე მარტივად. "