როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერი ჟურნალიტებთან განმარტავს, ამ პროცესში ყველა უნდა იყოს ჩართული, მათ შორის გია ვოლსკი.
" მთავარია მართვის ღერძის გაძლიერება და საზოგადოების ორგანიზება, რომ არჩევანი პროგერსის სასარგებლოდ დააფიქსირონ. ყველას აქტიურობა მოგვეთხოვება , მათ შორის გია ვოლსკის, პროცესში უნდა იყოს ყველა ჩართული თავისი ინიციატივებით და მოსაზრებებით და აქ გამორჩეულად არავინ არის, ასე რომ მთავარია, პოლიტსაბჭომ იმუშაოს გამართულად. არის სხვადასხვა ჯგუფები, სადაც ბიძინა ივანიშვილიც მონაწილეობს, პრემიერ-მინისტრიც და არის საკითხები, რომელიც არ ეხება მხოლოდ ზურაბიშვილის კანდიდატურას და არის საკითხები, რომლებიც სწარფად უნდა განვახორციელოთ, ვიდრე თავიდან გვქონდა დაგეგმილი.
გარედან რომ აკვირდებით კამერებთან გამოჩენით შეიძლება შეაფასო რაღაც პროცესები, მაგრამ ჩვეულებრივი ამბავია. ვმუშაობთ, ხან შეიძლება გამოვჩნდეთ კამერასთან ხან არა. მთავარია, მართვის ღერძის გაძლიერება და საზოგადოების დიდი ნაწილის ორგანიზება იმისკენ, რომ არჩევანი დააფიქსიროს პროგრესის სასრგებლოდ.
მე ასე მგონია, რომ ამასთან დაკავშირებით არა მხოლოდ სალომე ზურაბიშვილს მართებს საკონსტიტუციო უფლებამოსილების გარშემო საუბარი, არამედ "ქართულ ოცნებასაც" მართებს სისწრაფე გარკვეულ რეფორმებში, რომელიც გარდამავალ პერიოდში დაიგეგმა"- განაცხადა ვოლსკიმ.
მისივე განმარტებით, თუ საჭიროება მოითხოვს ცვლილებები არაა გამორიცხული, მაგრამ ეს არაა დამოკიდებული ვინმეს მოსაზრებაზე და გადაწყვეტილების მიღებისას საზოგადოების აზრი მეტად უნდა იყოს გათავალისწინებული, მათ შორის პარტიულ სტრუქტურებში.