ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი, ექსპერტი დავით მირცხულავა თავის ფეისბუქის გვერდზე შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:
"ეს შედეგია პირველ რიგში საკუთარი უამრავი ხალხის,თქვენი თანამებრძოლების დავიწყების, მიტოვების, რაც ფუნდამენტური თქვენი შეცდომაა.
ესაა შედეგი ფარცხალაძის ფენომენის. როგორ ვერ მიხვდით ამ ქვეყანას, ახალი კეზერაშვილი,ადეიშვილი... არ ჭირდებოდა.
ესაა შედეგი მურუსიძის,ზარდიაშვილის და მრავალი პორტირებულის.
ესაა შედეგი უამრავი უნიათოს,.უნიჭოს, არაფრის მცოდნის თანამდებობებზე დანიშვნის.
ესაა შედეგი გადაწყვეტილებების, რომელსაც ადამიანები ელოდებიან რათა საქმე,ბიზნესი წამოიწყონ, გაანვითარონ თვეობით, წლობით ვერ მიღების.
ესაა შედეგი თამაშის: კანფის,მარიხუანის თემებთან..
ესაა შედეგი წლობით უნიჭო პიარის.
ესაა შედეგი ზღვარგადასული კოჰაბიტაციის, შორს წასვლა არ გინდათ გადახედეთ სახელმწიფო სამსახურებს.
ესაა შედეგი ამდენი წლის განმავლობაში სამართლიანობის აღდგენის მომლოდინე ადამიანების იმედის დაკარგვის.
ერთი თვეც საკმარისია,რომ წაგებული ბრძოლის შემდეგ ომი მოიგო.ოღონდ სწორი ნაბიჯები, დაანახეთ ადამიანებს."- წერს სოციალურ ქსელში დავით მირცხულავა
ენერგეტიკის ყოფილი ფინისტრი დავით მირცხულავა 2003 წლის დეკემბერში, ვარდების რევოლუციის შემდეგ, თანამდებობის ბოროტად გამოყენებისა და ფინანსური მაქინაციების ბრალდებით დააკავეს. 2005 წლის 30 მარტს მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 2006 წელს კი, თბილისის სააპელაციო სასამართლომ პატიმრობის ვადა 7 წელსა და 6 თვემდე შეუმცირა. 2008 წლის იანვარში, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ბურჯანაძემ მირცხულავა, კონტროლის პალატის ყოფილ ხელმძღვანელ სულხან მოლაშვილთან ერთად შეიწყალა.