მგონია, რომ ეგზიტპოლის მიხედვით ნაჩვენები შედეგი - 52% კიდევ უფრო გაიზრდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განუცხადა.
მისი თქმით, ფაქტია, რომ "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სხვა კანდიდატებთან შედარებით წინ არის.
"უნდა დაველოდოთ ცესკო-ს მონაცემებს. საკმაოდ ბევრნი არიან დამკვირვებლები და ძალიან დიდია რაოდენობა საარჩევნო უბნების. მგონია, რომ ეს 52% კიდევ უფრო გაიზრდება. მგონია, რომ ხმების რაოდენობა მოიმატებს, მაგრამ არ გამოვრიცხავ მეორე ტურს. ყველაფრისთვის უნდა ვიყოთ მზად. წინ რომ არის კანდიდატი, რომელსაც მხარს უჭერს "ქართული ოცნება", ფაქტია. დაველოდოთ იქნება თუ არა მეორე ტური",- განაცხადა ვოლსკიმ.