ააიპ " დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრი", ააიპ ,,ინსტიტუციური განთვითარებისა და მონიტირინგის ცენტრი" და ააიპ,,ახალგაზრდული ცენტრი
- ჩვენი თაობა 1921" აგრძელებს სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში საუბნო საარჩევნო კომისიების მონიტორინგის პროცესს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრიდან" აცნობეს.
"27 ოქტომბერს არჩევნების წინა დღეს მისიის დამკვირვებლების მხრიდან შემოწმდა საუბნო საარჩევნო კომისიების მზაობა არჩევნების ჩასატარებლად, კერძოდ, არის თუ არა უბნები მოწყობილი,ზემგომი საარჩევნო კომისიის მხრიდან გადაცემული აქვთ თუ არა შესამისი საარჩევნო დოკუმენტაცია და საჭირო ინვენტარი კენჭისყრის დღისათვის. ჩვენი დამკვირვებლების ინფორმაციით, მათ მიერ, შემთხვევითი პრინციპით შერჩეულ უბნებზე განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, საუბნო საარჩევნო კომისიები მზად არის 28 ოქტომბერს არჩევნების ჩასატარებლად", - ნათქვამია ინფორმაციაში.