პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩეულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს.
წინააღმდეგ შემთხვევაში, არჩევნების მეორე ტური დაინიშნება, რომელშიც ორი კანდიდატი - პირველ და მეორე ადგილზე გასული საარჩევნო სუბიექტები მიიღებენ მონაწილეობას.
თუკი საპრეზიდენტო არჩევნები პირველივე ტურში დასრულდება, ამ შემთხვევაში, არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადების (რაც არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის "საკანონმდებლო მაცნეში" გამოქვეყნებას გულისხმობს) ბოლო ვადა 19 ნოემბერია. ამასთან, თუკი არჩევნების მეორე ტური არ გაიმართა, ახალარჩეული პრეზიდენტი ფიცს 18 ნოემბერს (პრეზიდენტის არჩევის დღიდან მესამე კვირა დღე) დადებს.
არჩევნების მეორე ტურის შემთხვევაში, მეორე ტურის გამართვის ბოლო ვადა 1-ელი დეკემბერია.