ზაზა სარალიძესთან ერთად დაკავებული ნუკრი ღუჭაშვილი და ბექა პაპავა გაათავისუფლეს.
ისინი პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციას შეუერთდნენ რომელიც ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად მიმდინარეობს.
მათი თქმით, ისინი უსაფუძვლოდ დააკავეს. მათივე თქმით, ისინი ბოლომდე იბრძოლებენ და ზაზა სარალიძის გვერდით იდგებიან.