ბიძინა ივანიშვილს გუშინდელ ინტერვიუში არც ერთ სახელმწიფოებრივ პრობლემაზე არ უსაუბრია და არც ერთი პოზიტიური გზავნილი მისგან არ მოგვისმენია, - ამის შესახებ გუშინდელი ინტერვიუს შეფასებისას ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განაცხადა.
. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა დაკარგა ლიდერის ფუნქცია.
„ფაქტობრივად, ის გუშინ მოგვევლინა სისტემის ერთ-ერთ ადვოკატად. თუ როგორი ადვოკატია, ეს გემოვნების საკითხია, ამას მე ვერ შევაფასებ. მისი ამოცანა აღარ არის საზოგადოების პატივისცემის მოპოვება, მისი ამოცანა არის სისტემის ძალისმიერი შენარჩუნება, რომელიც იქნება დამყარებული შიშსა და აგრესიაზე. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ის აღარ არის ლიდერი, რომელსაც შეუძლია რამის შეცვლა, ის არის სისტემის ძალისმიერი გარანტი და მეტი არაფერი. პირდაპირ ამბობდა, რომ მისი ამოცანა არის პარტიული დისციპლინა. არც ერთ სახელმწიფოებრივ პრობლემაზე არ უსაუბრია, არც ერთი პოზიტიური გზავნილი არ მოგვისმენია. 2 საათის განმავლობაში ის უფასო რეკლამას ეწეოდა „რუსთავი 2-ის““, - განაცხადა ხუხაშვილმა