ხვალ, 19 ოქტომბერს, კომპანია თელასის მიერ დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ნაძალადევის რაიონში, მუხრანის ქუჩაზე მდებარე ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სატუმბო სადგურს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით ხვალ, 19 ოქტომბერს, დილის 11:00 საათიდან 18:30 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:
ნაძალადევის რაიონში:
გეგუთის, სვირის, ბენდელიანის და მიმდებარე ქუჩებს, იმერეთის I და II შესახვევებს.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, შMშ-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს.