კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა დიდუბის რაიონში, უზნაძის ქუჩაზე წყალსადენის ქსელი განაახლა და წყალმომარაგების სისტემის სტაბილურობისთვის ახალ ქსელზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები დაამონტაჟა. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 50 000 ლარზე მეტს შეადგენს.
რეაბილიტაციის ბოლო ეტაპს - ახალ ქსელზე გადაერთებას კომპანია ხვალ, 12 ოქტომბერს განახორციელებს.
სამუშაოების მიმდინარეობისას წყალსადენის ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც ხვალ, 12 ოქტომბერს 13:00 საათიდან, 13 ოქტომბრის დილის 08:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:
დიდუბის რაიონში:
უზნაძის, ჩხეიძის, დგებუაძის და მიმდებარე ქუჩებს.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, შMშ-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს.