ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა იმ სამ ტელევიზიასთან განაცხადა, რომელსაც ის დღეს ინტერვიუს აძლევს. საუბარია "რუსთავი 2"-ზე, ტვ პირველსა და "იმედზე".
ბიძინა ივანიშვილის თქმით, ოქუაშვილი და ყიფიანი თამბაქოს წარმოების თემაზე მივიდნენ მასთან, რაც გულისხმობდა 10 მილიონიანი პროექტის დაწყებას, რაც ადგულობრივი მწარმოებლების ხელშეწყობას ითვალისწინებდა. "მე მაქსიმალურად ვცდილობ, რომ დავეხმარო ბიზნესს, რამეთუ ბიზნესია საფუძველი იმისა, რომ საქართველოში მოსახლოება რაც შეიძლება მეტი დასაქმდეს და სიმდიდრე შექიმნას ქვეყანაში. მხოლოდ ბიზნესმა უნდა დაასაქმოს და არა ხელისუფლებამ მოსახლოება და შესაბამისად უნდა მოახერხონ მათ შესატყვისი ანაზღაურება მიიღონ. თქვენს კითხვას მაინც თუ შევაჯერებთ და შევაჯამებთ, რომ ბიზნესმენები დადიან ჩემთან ეს ძალიან კარგია, მე ვთვლი დღესაც და ეს გაგრძელდება მომავალშიც. თანაინვესტირების ფონდით შეგახსენებთ ამის საფუძველზე. სწორედ ეს იყო საფუძველი ოქუაშვილის მოსვლისაც და ამ მიზეზით მოვიდა ყიფიანი თავშივე ჩემთან, როდესაც მათ თამბაქოს წარმოებაზე ჰქონდათ პრეტენზია, რაც მე ძალიან გამიხარდა და მივესალმე ამ თემას. ყიფიანთან რამდენიმე შეხვედრის შემდგომ დავაზუსტეთ ეს. ბაჩაშვილმა მოყვა, არ ვიცი ამაზე რამდენი დრო უნდა დავხარჯო. ძალიან კარგი პროექტი იქმნებოდა, სადაც ვაჩიაშვილთან გავუშვი, როდესაც შევჯერდით, რომ პრინციპში მე დავაფინანსებდი ამას, ყიფიანსაც იქ წილი ექნებოდა, როგორც თითონ მოვიდა, თამბაქოს წარმოებაში აჭარასა და კახეთში და შემდეგ სხვა ჯიშები შეიძლებოდა საქართველოზეც გავრცელებულიყო, მინიმალური ღირებულება, ძალიან მოკლედ ვცდილობ მოვყვე, ეს საინტერესო არ არის მაყურებლისთვის, იმიტომ რომ 10 მილიონი დოლარი იქნებოდა ამ პროექტის ღირებულება, რაც მე ბაჩიაშვილი თანაინსტიტუტის სპორტის დირექტორი გავუშვი მასთან ყიფიანი და ასე შემდგომ, ეს ყველაფერი აღწერილი იყო ძალიან კარგად, ეს პროექტი შეირკა, ბაჩიაშილმა მიმანიშნა, რომ თამბაქოს მომხარებელი უნდა ყოლოდა ყველაზე ცოტა, ეს ორი საწარმო, რაც საქართველოში არსებობს, ეს ძალიან ლოგიკური იყო, აქედან გამომდინარე. დიანა ტრაპაიძის კითხვაზე: მხოლოდ ამ ორ კონკრეტულ საწარმოზე იყო საუბარი და სხვა არაფერზე, თქვენ ხომ იცით ოქუაშვილის განცხადება, ალბათ გსმენიათ, ამ კონკრეტულ ბიზნესმენზე?, ბიძინა ივანიშვილმა უპასუხა: რა გიყოთ თქვენ, როგორ გითხრათ, რომ რაღაც ინტრიგებზე დავიწყო. სხვა რაღაცაზე რაზე უნდა ყოფილუყო საუბარი, მანდაც მივალ, რაც გინდათ. საუბრის ეს ნაწილი სწრაფად მინდა რომ დავასრულო, რაც ნაკლებ საინტერესოა თქვენთვის. ძალიან კარგი პროექტი იკვრებოდა, შევკარით კიდეც, ადგილობრივ მწარმოებლებს, რომ თამბაქოს გასღებაზე პრობლემა არ ყოფილიყო, მონაწილეობა უნდა მიეღოთ 2-2 მილიონ დოლარზე შევთანხმდით კაპიტალში, დანარჩენი თანაინვესტირების ფონდი დებდა, ასე იყო განსაზღვრული და განმარტებული. და რაც მთავარია ყველაზე დიდ რისკს იღებდა თანაინვესტირების ფონდი, რომ თუ დემპინგი, რაც ძალიან ხშირად ხდება ამ ბიზნეში, რაც თუ იცით თამბაქოს ბიზნესი საერთოდ, დიდი კორპორაციებია, ადგილობრივ წარმოებას, როგორც წესი ებძვიან, ეს არის არა მარტო საქართველო, ყველა ქვეყანაში თითქმის ერთი და იგივე ხელწერით შედიან, აკეთებენ დემპინგს ადგილობრივი წარმოება ვერ უძლებს, კოტრდებიან, შემდგომ ყიდულობენ ან აჩერებენ ამ საწარმოებს, კარნახობენ ფასებს უწევენ და ძალიან სწრაფად იბრუნებენ იმ დანაკარგებს, რაც დემპინგის დროს ვრჩელდება და ჩვენს შემთხვევაში რაც იყო, ძალიან კარგ "პადოშკას" ეძახიან ამას, ძალიან კარგ ჩასაფენს ვუკეთებდი, რომ თამბაქო შემეძლო ნულოვანი ღირებულებითაც მიმეცა მათთვის დემპინგის შემთხვევაში და ამით წარმოება არ გაჩერებულიყო. დაელოდეთ, მე აქეთ ვპასუხობ. თუ ოქუაშვილის თემა გვაინტერესებს, ეს გავარჩიოთ. ინგლისმა თქვა, რომ ეს ჩანაწერები არ არის ავთენტური და ჩვენმა საექსპერტო ბიურომაც თქვა, რომ არ იყო ავთენტური. ოქუაშვილი ჩემთან მოსული კაცი იყო და მე თუ მინდა, შევამოწმებ და ვერ ჩაიწერს. როგორ წარმოუდგენია ვინმეს, რომ ჩემ საკუთარ კაბინეტში ოთხ თითს ვაჩვენებ და ვერ ველაპარაკები?!" – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.