ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა წყალმომარაგების სისტემის სტაბილურობისთვის გლდანის რაიონში, ზ.მაისურაძის ქუჩაზე წყალმომარაგების ქსელი სრულად განაახლა. რეაბილიტაციის ფარგლებში წყალსადენისა მაგისტრალური და გამანაწილებელის ქსელის 9 კმ სიგრძის მონაკვეთი შეიცვალა. ამასთან ერთად, ევროსტანდარტის შესაბამისი 23 ჩამკეტი ურდული და 9 ჰიდრანტი დამონტაჟდა. აღნიშნულ პროექტში ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა 1 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა.
რეაბილიტაციის ბოლო ეტაპს, ახალ ქსელზე გადაერთების სამუშაოებს კომპანია ხვალ, 19 ოქტომბერს განახორციელებს.
სამუშაოების ჩასატარებლად, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც ხვალ, 19 ოქტომბერს, 16:00 საათიდან 20 ოქტომბრის, დილის 08:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:
გლდანის III, IIIა, V-VIII მიკრორაიონებს; ბერთუბნის დასახლებას;
სოფელ გლდანში: მაისურაძის, მარჯანიშვილის, წინამძღვრიშვილის და მიმდებარე ქუჩებს;
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, შMშ-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - ჰტტპ://წწწ.გწპ.გე
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს.