ნიკო ფიროსმანის შესახებ მომზადებული ვიდეორგოლის თიზერს "ალბერტინას მუზეუმი" Fაცებოოკ-ის ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს.
როგორც "ალბერტინას მუზეუმის" ოფიციალურ ვებგვერდზეა აღნიშნული, მუზეუმი საგამოფენო სივრცეს უთმობს ქართველი მხატვრის, ნიკო ფიროსმანის გამოფენას – "მისი კაშკაშა და დამაჯერებელი ნამუშევრები ძველი საქართველოს ცხოვრებიდან სცენებსა და ცხოველებს აჩვენებს, ასევე ადამიანებს… ეს არის ავანგარდული მიმართულება, რომელიც აუცილებლად უნდა აღმოაჩინოთ…", – აღნიშნულია სტატიაში.
გამოფენა 2018 წლის 26 ოქტომბერს გაიხსნება და 2019 წლის 27 იანვრამდე გაგრძელდება.
შალვა ამირანაშვილის მუზეუმში დაცული ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრებთან ერთად, ავსტრიაში ილია ზდანევიჩის წიგნი "ფიროსმანაშვილი 1914"-იც გაიგზავნება.
გამოფენა მხატვრის გარდაცვალების ასი წლისთავს ეძღვნება.
"ალბერტინას მუზეუმი" ევროპის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მუზეუმია.