რუსეთსა და ევროპის ქვეყნებს შორის ურთიერთობების აღდგენა სწრაფი ტემპით ხდება, თუმცა ევროკომისია იმ სახელმწიფოების გავლენის ქვეშ არის, რომლებსაც მოსკოვთან კარგი ურთიერთობები არ სურთ,- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.
"როგორც იცით, სწრაფად ხდება ევროპის ქვეყნებთან ჩვენი ურთიერთობების აღდგენა, თუმცა იგივეს ვერ ვიტყვი ევროკომისიაზე", - განაცხადა სერგეი ლავროვმა ღთ Fრანცე, Pარის Mატცჰ და Fიგარო-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ევროკომისია ჯერ კიდევ სოლიდარობისა და კონსენსუსის მძევალია, როდესაც ქვეყნების პატარა ჯგუფი, რომელსაც რუსეთთან კარგი ურთიერთობები არ სურს, სხვებს აიძულებს თავშეკავებულნი იყვნენ რუსეთთან მიმართებაში.
"თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ეროვნული ინტერესები უზრუნველყოფენ იმას, რომ კონსენსუსი არ ასახავს იმას, რომ უმცირესობას შეეძლება უმრავლესობის ინტერესების ბლოკირება და სხვა გზა იქნება გამონახული", - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.